კორონავირუსთან ბრძოლაში გლობალური ხელმძღვანელობისა და ერთიანობის ნაკლებობა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე თავად ეპიდემია – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო როგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჯანდაცვის ონლაინ ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის პოლიტიზებამ სიტუაცია გააუარესა.
„უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ, არ არის თავად ვირუსი. არამედ, ეს არის გლობალური სოლიდარობისა და გლობალური ხელმძღვანელობის ნაკლებობა. ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ დაყოფილი მსოფლიოთი. მსოფლიოს უკიდურესად ესაჭიროება ეროვნული ერთობა და გლობალური სოლიდარობა. პანდემიის პოლიტიზებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია. არცერთი ჩვენგანი არ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ჩვენ ყველანი არ ვიქნებით უსაფრთხოდ. საერთაშორისო თანამშრომლობას ამ მიზნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოს ესაჭიროება ეფექტური ვაქცინა და ეპიდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა“, – განაცხადა გებრეიესუსმა.