ფიტნესდარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება

ფიტნესდარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება.

ბიზნესომბუდსმენმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ფიტნესინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და ის რეკომენდაციები განიხილეს, რომელთა შესრულებაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოუწევთ. ის, თუ კონკრეტულად როდის გაიხსნება აღნიშნული ობიექტები, თავად ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ვადებში შეძლებენ შემუშავებულ რეკომენდაციებთან ადაპტირებას.

რეკომენდაციების ძირითადი პუნქტები უკვე დამტკიცებულია. სფეროს წარმომადგენლებს ორ ნაწილთან დაკავშირებით აქვთ პრაქტიკული რეკომენდაციები. ეს ეხება ბუნებრივ ვენტილაციასა და 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებას.

არსებული ინფორმაციით, ვარჯიშისას ფიტნესდარბაზებში პირბადის ტარება საჭირო არ იქნება, თუმცა აუცილებელ მოთხოვნად განისაზღვრა პირსახოცების ერთჯერად ცელოფნებში განთავსება, 2 საათში ერთხელ დასუფთავება და სოციალური დისტანცია.

ცნობისთვის, აუზებისა და ფიტნესდარბაზების გახსნა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების ბოლო ეტაპად მოიაზრებოდა.

წყარო: “იმედინიუსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები