თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთში, ბურსას პროვინციის ქალაქ ქესთელში წყალდიდობას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ადგილობრივ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მაშველებმა დღეს ერთი ქალისა და ოთხი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდა ამისა, ძლიერმა წვიმამ მანქანები წაიღო, ასევე, სოფლის მეურნეობის მიწები გაანადგურა.
ადგილზე შს მინისტრი, სეულეიმან სოილუ მივიდა.
მისი თქმით, რეგიონში წვიმამ სეზონურ ნორმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.