დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ვიდრე – კარგის, მგონია, რომ ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი
“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით, რაიმე რეალური შედეგი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. მე ვფიქრობ, რომ ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ვიდრე – კარგის”, – ამის შესახებ მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა, რაიმე ფატალური შედეგი ყოფილიყო, ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები ალბათობით განიხილება.
,,მოგეხსენებათ, ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით, რაიმე რეალური შედეგი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. მე ვფიქრობ, რომ ცუდი ვერსიის სასარგებლოდ უფრო ნაკლები მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ვიდრე – კარგის. ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, ჩვენ ვნახეთ შემთხვევის ადგილიც, გავერკვიეთ გარკვეულ გარემოებაში და მგონია, რომ ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი. იმედი მაქვს, მალე ვნახავთ. ვერსიის სახით გაჟღერდა, რომ კონფლიქტური ვითარება იყო, თუმცა ის, რომ კონფლიქტის შედეგად შეიძლებოდა, რაიმე შედეგი ყოფილიყო, ყველაზე ნაკლები ალბათობით იხილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქმეში მონაწილე პირთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია, თუმცა, ფაქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების დაკითხვა კიდევ გახდეს საინტერესო. გიორგი და მისი მეგობარი მივიდნენ რამდენიმე საათის დაგვიანებით და იქ უკვე ქეიფობდნენ ბავშვები, თუმცა კონფლიქტი მოხდა თუ არა, ეს არ ვიცი”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა.