“რესპუბლიკურ საავადმყოფოში” კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს, აქედან 6 მედპერსონალია​

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 6 მედპერსონალია”,- ამის შესახებ “კვირას” კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„კლინიკაში 18 კოვიდინფიცირებულია. 18 ინფიცირებულიდან 6 მედპერსონალია. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის მედპერსონალის მდგომარეობაც სტაბილურია“, – განაცხადეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები