ვაჟა-ფშაველას გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა
თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მათივე თქმით, დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.