ვიოლა ფონ კრამონი: გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვები, როდესაც საქართველოს მთავრობა დაახასიათა, როგორც “პრორუსული”

გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვები, როდესაც საქართველოს მთავრობა დაახასიათა, როგორც “პრორუსული” , – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

მისი შეფასებით, ევროკავშირი მეზობლებს მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს.

„ქართველმა ოფიციალურმა პირებმა საბედნიეროდ, თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა თბილისში, რომელიც სავარაუდოდ კადიროვმა დაუკვეთა. ევროკავშირი მეზობლებს ასეთი საზარელი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს. გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვები, როდესაც საქართველოს მთავრობა დაახასიათა, როგორც “პრორუსული” , – წერს კრამონი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები