შარლ მიშელი: მივესალმეთ საქართველოში ინტერპარტიულ შეთანხმებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია მისი იმპლემენტაციაც და დავაკვირდებით განვითარებას

ევროკავშირი მიესალმება საქართველოში ინტერპარტიულ საარჩევნო შეთანხმებას და მის უახლოეს მომავალში განვითარებას დააკვირდება , – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვიდეო კონფერენციის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი მთავარი პრინციპია „მეტი მეტისთვის“. სწორედ ამიტომ ვახალისებთ ისეთ პოზიტიურ ძალისხმევებს, რომლებიც მეტი ეკონომიკური რეფორმის, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ფასეულობებისკენაა მიმართული.

მაგალითად, საქართველოში ჩვენ მივესალმეთ ინტერპარტიულ შეთანხმებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია მისი იმპლემენტაციაც და ჩვენ ამ საკითხის უახლოეს მომავალში განვითარებას დავაკვირდებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები