თამარ გაბუნია: იმუნიზაციის პროგრამები ფართოვდება
“იმუნიზაციის პროგრამები ფართოვდება და დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ გრიპის იმუნიზაციის გაფართოებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის მართვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამების გამართვა, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.
„იმუნიზაციის პროგრამები ფართოვდება და დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ გრიპის იმუნიზაციის გაფართოებასა და პნევმონიის იმუნიზაციის შემოტანაზე, რაც შექმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ კორონავირუსის რისკები შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსს დაემატება გრიპის ეპიდემია, დაემატება პნევმონიის შემთხვევები, მისი მართვა ბევრად უფრო გართულდება. ამდენად, მოსალოდნელი მეორე ტალღის მართვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამების გამართვა და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.