თამარ გაბუნია: ერთი დიდი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა
“ჯანდაცვის სისტემა ყოველთვის მომართულია იმისკენ, რომ გვქონდეს მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხარისხიან სერვისებზე. ის, რაც 2013 წლიდან “ოცნების” მთავრობამ ამ მიმართულებით დაიწყო, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ნამდვილად სერიოზული მონაპოვარი იყო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც უწყებას სამუშაო აქვს ადამიანური რესურსია.
“ჯანდაცვის სისტემა ყოველთვის მომართულია იმისკენ, რომ გვქონდეს მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხარისხიან სერვისებზე. ის, რაც 2013 წლიდან “ოცნების” მთავრობამ ამ მიმართულებით დაიწყო, იყო ნამდვილად სერიოზული მონაპოვარი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. მათ გაეხსნათ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოცვა იყო უპრეცედენტოდ მაღალი. 2013 წლიდან 2019 წლამდე 8 მილიონზე მეტი შემთხვევა იმართა, უპრეცედენტო ზრდა იყო ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტთან მიმართებით, რაც აისახა, ბუნებრივია, ჯიბიდან გადასახადების კლებაში. ეს თავისთავად დადებითი ფაქტორია, იმისთვის, რომ ავადმყოფობა არ გახდეს სიღარიბის მიზეზი. თუმცა, გასული წლის ანალიზმა დაგვანახა იმ ცვლილებების აუცილებლობა, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის, რათა მოვახერხოთ თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვის სიკეთის მიტანა. იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პირველადი ჯანდაცვა თუ ჰოსპიტალურ დონეზე მოვლის შესაბამისი პირობები, როცა ამის საჭიროება დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ვიფიქროთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ერთი დიდი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, არის ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე.
ადამიანური რესურსი ჯანდაცვაში ვიცით, რამდენად სერიოზული თემაა და ადამიანური რესურსი არის ის ძირითადი საფუძველი, რაზეც დგას ჯანდაცვის სისტემა. ამდენად უწყვეტი პროფესიული განვითარება, მოტივაციის სისტემები სამედიცინო პერსონალისთვის ეს იქნება ჩვენი მთავარი აქცენტი სამომავლოდ”, – განაცხადა გაბუნიამ.