ლატვიაში კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს ძეგლი დაუდგეს

რიგის ცენტრში, ეროვნული სამხატვრო მუზეუმის კედელთან 6-მეტრიანი ძეგლი გაიხსნა.

სკულპტურა ქალ ექიმს გამოსახავს, რომელსაც კისერზე გადაკიდებული აქვს სტეტოსკოპი, უკეთია პირბადე და დამცავი ქუდი ახურავს.

როგორც ძეგლის მხატვარმა, ავტორმა არტის ბიკშემ თქვა, ნამუშევარი მსოფლიოში ყველა ექიმს ეძღვნება.

მისი თქმით, პანდემიამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანები არიან მედიცინის მუშაკები საზოგადოებისთვის და ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებაში თითქმის დაუფასებლები არიან.

სკულპტურის ავტორი ამბობს, რომ მის შექმნაში მონაწილეობა 20-მა კომპანიამ მიიღო, რომელმაც ავტორს ​უსასყიდლოდ გადასცა მასალები, ადამიანური რესურსი და სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები