თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, დაშავებულ არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ მამაკაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა, კიდევ ერთ დაშავებულ მამაკაცს და ერთ ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები აქვთ.
დაშავებულები სასწრაფო დახმერების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.