მამუკა მდინარაძე: არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ არის.

მისივე თქმით, უმრავლესობაში 8 მარტის შეთანხმების დარღვევაზე არავის უფიქრია.

“აბსოლუტურად ყველა, ვინც რაიმე ეჭვს გამოთქვამს, ახალს, მოგონილს და ა.შ. დავამშვიდებ, არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ არის. მსგავსი საკითხები ჩვენთან არ განხილულა, არც 8 მარტის შეთანხმების დარღვევაზე არ უფიქრია არავის, არათუ უსაუბრია. მთელი შემადგენლობით დავუჭერთ ცვლილებებს მხარს საპარლამენტო გუნდი და დარწმუნებულები ვართ, რომ დამატებით გვეყოფა ხმები იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. რაც შეეხება თარიღის ცვლილებას – ახლაც რომ დამისვათ შეკითხვა, რომ თუ საგანგებო მდგომარეობა აუცილებელი გახდა, რა ხდება – გადაიდება. ეს არის ტექნიკური პასუხი, მეტს ვერავინ ვერაფერს უპასუხებს. იმედია, არ დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები