თამარ გაბუნია: ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 7-8 პაციენტია, რომელთა წყაროს დადგენაზე მუშაობა გრძელდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 7-8 პაციენტია, რომელთა წყაროს დადგენაზე მუშაობა გრძელდება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ გავრცელების ნელი ტემპი.
„წყაროს დავადგენთ თუ ვერ დავადგენთ, ერთი რამ არის მნიშვნელოვანი – ვირუსი არის ჩვენ გარშემო და ეს სადავო თემა არ არის. შესაბამისად, ის გამაფრთხილებელი ზომები, რაზეც სულ ვსაუბრობთ – გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება და მოვერიდოთ დიდი დაბადების დღეების, ქორწილების, მსგავსი ტიპის ღონისძიებების აღნიშვნას, ძალაში რჩება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ გავრცელების ნელი ტემპი, ვირუსი არ გავრცელდეს სწრაფად და პიკურად. ბუნებრივია, ეს რისკი არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.