“ვფიქრობ, ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს არჩევნების გადადება, ეს არის “ქართული ოცნება”, მე პირადად მივესალმები თარიღის უკან გადმოწევას”

“ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს არჩევნების გადადება, ეს არის “ქართული ოცნება”. თუ არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად მივესალმები მხოლოდ უკან, რაც შეიძლება მალე გადმოწევას”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

კაკულიას განცხადებით, მმართველ გუნდში არჩევნების თარიღის გადაწევაზე საუბრები არ მიმდინარეობს.

“არჩევნების გადადებაზე არავითარ ინტენსიურ საუბრებს ადგილი არ აქვს. ვფიქრობ, ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს არჩევნების გადადება, ეს არის “ქართული ოცნება”. თუ არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად მივესალმები მხოლოდ უკან გადმოწევას, რაც შეიძლება მალე. ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, დაწყებული ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა მიმართაც საზოგადოების აზრის გამოხატვა სანამ არ მოხდება, ჩვენ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით. ამიტომ, რაც უფრო მალე გაირკვევა საზოგადოება, ვის რა სახელს არქმევს, ვის როგორ აღიქვამს, ეს ძალიან მალეა გასაკეთებელი. ამიტომ, არჩევნების გადატანას იქეთ კი არა, აქეთ მივესალმებოდი, რათა მალე გაირკვეს ეს ყველაფერი. მსოფლიოში უკვე ყველამ ყველაფერზე გამოთქვა აზრი, გარდა ქართული საზოგადოებისა. ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ამ აზრის გამოთქმა ყველა მიმდინარე საკითხთან მიმართებით, ორიენტაციისთვის, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოება, როგორ განვითარდეს – ეს მნიშვნელოვანია. მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ბევრი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. ამიტომ არანაირად არ დავუჭერ მხარს არჩევნების გადადებას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა”, – განაცხადა კაკულიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები