ბრიტანეთის სანაპიროსთან აშშ-ის გამანადგურებელი ჩამოვარდა

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი გამანადგურებელი იორკშირის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა.

ამის შესახებ Sky News-ი ბრიტანეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით იტყობინება.

F-15C Eagle სუფოლკის საგრაფოს სამხედრო ბაზაზე ირიცხებოდა.

გაზეთ Sun-ის ინფორმაციით, ინციდენტი სასწავლო ფრენის დროს მოხდა. ბორტზე მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფება, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები