,,ცოდნის ინდიკატორი“- პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის შემოწმებაში ეხმარება

“ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სკოლის 564 000 მოსწავლე  და მილიონობით ახალგაზრდა მთელს მსოფლიოში ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. დისტანციურ სწავლებას თავისი სირთულეები ახლავს და, რა თქმა უნდა, სტანდარტულ საგანმანათლებლო პროცესს სრულყოფილად ვერ ანაცვლებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწორედ ამიტომ ,,კინგსმა“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით შექმნა ახალი პროდუქტი ,,ცოდნის ინდიკატორი“, რომელიც მოსწავლეებს დისტანციური სწავლებისას განვლილი მასალის ცოდნის შემოწმებაში დაეხმარება.

“ტესტირება შესაძლებელია ვებგვერდზე www.kings.ge, რეგისტრაციის შემდგომ მოსწავლე იწყებს უფასო ტესტირების პროცესს. ტესტის დასრულების შემდეგ, სამ სამუშაო დღეში, მოსწავლე მიიღებს პერსონალურ უკუკავშირსა და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს დარგის ექსპერტებისგან. რეკომენდაცია გაიცემა თითოეული კომპონენტის (თემატიკის) გაანალიზების შედეგად.

,,ცოდნის ინდიკატორი“ მოიცავს ყველა სასკოლო საფეხურის (1-12) სამი ძირითადი საგნის – ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის ცოდნის კომპონენტებს. ტესტირების გავლა მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია.

,,კინგსი“ განათლების სფეროში 2012 წლიდან საქმიანობს და მისი მიზანია, ზოგადი განათლების დონის გაზრდა სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით მათ მიერ ორგანიზებულ სასწავლო აქტივობებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები