დავით ჩიხელიძე: ღარიბაშვილი არის მინისტრი, რომელიც ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს

„ღარიბაშვილი არის მინისტრი, რომელიც ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს”, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, უგულავასთვის და ზოგადად, ოპოზიციისთვის ყველაზე უხერხული და ძლიერი ოპონენტი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
„როგორც იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს, ხოლო თუ უფალი ადამიანს ცარიელი თავით “დააჯილდოებს”, მას ათასი სისულელის თქმა შეუძლია. სისულელეში, პირველ რიგში უსაფუძვლო, უარგუმენტო საუბარს ვგულისხმობ, რომელიც ოპონენტს ზიანს ვერ აყენებს, მაგრამ შენში ინტელექტის ნაკლებობას უსვამს ხაზს. გიგი უგულავას გამოსვლას ვუსმენდი, სწორედ მისი გამოსვლის შეფასებისთვის დამჭირდა შესავლის გაკეთება. როგორც ჩანს, უგულავას ენას ძვალი ნამდვილად არ აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის მისი შეურაცხმყოფელი განცხადება. ფაქტია, რომ უგულავასთვის და ზოგადად, ოპოზიციისთვის ყველაზე უხერხული და ძლიერი ოპონენტი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. ღარიბაშვილი არის მინისტრი, რომელიც ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს, “ნაცსექტას” კი მისი შიში აქვს. სწორედ ეს არის გამუდმებული შტურმის მიზეზი. ოპოზიცია ვერ ეგუება, რომ თავდაცვის სისტემაში არის რეალური პროგრესი, პროგრესი, რომელმაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ჯარის სიძლიერე საქართველოს და ჩვენი საზოგადოების სიძლიერეს ნიშნავს, ოპოზიციისთვის კი ძლიერი საქართველო მიუღებელია, მათ დაშინებული, დაჩაგრული საქართველო უნდათ, ისეთი როგორიც მათი მმართველობის დროს იყო”, – აცხადებს ჩიხელიძე.
როგორც ის აღნიშნავს, ღარიბაშვილის სახელი ქვეყნის სიყვარულს და სიძლიერეს უკავშირდება, ხოლო გიგი უგულავასი – ბიუჯეტის ქურდობასა და უიღბლო სარდლობას.
„რაც შეეხება კაცობაგამწარებულ, ტრაგიკულ, სულგატეხილ უგულავას, მისი ცხოვრება ვითომ რეფორმატორული გუნდის წევრობით რომ დაიწყო და ხაზინის ქურდის სახელით რომ დამთავრდება 100 წლის შემდეგ, ვეტყვი ერთს, ბატონო უგულავა, თქვენ სულგაბზარული უიმედობით აღვსილი, უთავმოყვარეო ძალადპოლიტიკოსი ბრძანდებით, რომელიც საკუთარი დანგრეული ცხოვრებით და სამარცხვინო მოღვაწეობით სხვისი ღირსების დამცირებას ცდილობს უარგუმენტოდ, უსაფუძვლოდ და უსინდისოდ. რადგან ი.ღარიბაშვილის სახელი ქვეყნის სიყვარულს და სიძლიერეს უკავშირდება, თქვენი კი, ბიუჯეტის ქურდობასთან ერთად, უიღბლო თვითმარქვია სარდლობას. დიახ თქვენ ასე დარჩებით ქართველი ხალხის მოგონებებში, როგორც ქურდი და მოღალატე! კიდევ ერთს ვიტყვი: „ბრიყვი რის ბრიყვია, თუ ჭკვიანი არ დაამცირაო”. ბატონო უგულავავ, თქვენს გამოსვლამდე ყველა ფიქრობდა, რომ ბრიყვი იყავით, თქვენი გამოსვლის შემდეგ კი ამაში ცალსახად დავრწმუნდით”, – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.
ის, ასევე, ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილს და აცხადებს, რომ ოქრუაშვილს საკუთარმა გუნდმა ჟანგიანი ტყვია-წამლის შემოტანაში და თავდაცვის ბიუჯედიტან რამოდენიმე მილიონის მოპარვაში დასდო ბრალი.
„ძალად ვაჟკაც, ოქრუაშვილს მინდა ვუპასუხო, „ოპერად არ მივიღე ღარიბაშვილი ინტელექტს არ აკმაყოფილებდაო“, მინდა შევახსენო ამ 27 წუთში „გაბოზებულ” გრუს ბაზაზე მობორიალე თახსირ კაცს, შენგან შეფასებული ინტელექტის „დედა ვატირე”. შენგან დაწუნებული კაცის რა ვთქვი. ოქრუაშვილო საკუთარმა გუნდმა ჟანგიანი ტყვია-წამლის შემოტანაში და თავდაცვის ბიუჯეტიდან რამოდენიმე მილიონის მოპარვაში დაგდო ბრალი. თავმოყვარე ქართველი კაცი ან პოლიტიკიდან წავიდოდა, ან ცრუ ბრალმდებლებს მინიმუმ შესაბამის საკადრის პასუხს გასცემდა, მაგრამ „არ არს კაცი გმირობის ჩამდენი, ოდეს ნამუსს გაეყაროს”, იოანე ზოსიმე ამბობს ამას ოქრო! ჰო კიდევ, ამერიკელები თავისუფლებას გვართმევენო რომ ამბობ, ეგ შენი ჭარბი ინტელექტიდან მოდის არა? “ტოლი ნახე კოჭი გააგორე“. თანამედროვე ქართული პოლიტიკის ყველაზე უტიფარ სახეს ბატონ გიგა ბოკერიას, ქართველ ხალხს რომ ამუნათებდა „ღმერთი არ გაგიწყრეთ მიტინგები არ გამართოთო“, ვეტყვი მხოლოდ ერთს: მიშას შნირებშიც კი ნამეტნავად დაჩაგრული კაცი ხარ, ყიამყრალობით სახელგანთქმული, სულისკვეთებით ფსევდოლიბერალი, შენთვის სამშობლო არის მესამე ადგილზე, ქართველი ხალხი მეოთხეზე, ღმერთი კი, არც არსებობს საერთოდ. ხოლო ი.ღარიბაშვილისთვის მარადიული მცნებებია ღმერთი და საქართველო. სამპროცენტიანი პარტია-კაცო, არაფერს გაგიტარებთ, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები