“ავიასერვისის” დირექტორი: ბიძინა ივანიშვილს კომპანიასთან შეხება აღარ აქვს, 9 ადამიანი ვართ ამ კომპანიის მფლობელები

კომპანია “ავიასერვისის” დირექტორი ალეკო ტყემალაძე ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ერთი კვირის წინ გასულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „ავიასერვისი” ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ის რეგულაციების დარღვევით ოპერირებს.
ავიასერვისის” დირექტორი ალეკო ტყემალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ავიასერვისი” ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და განმარტავს, რომ 2017 წლიდან ეს კომპანია სრულად გადაეცა თანამშრომლებს:„ბიძინა ივანიშვილს ამ კომპანიასთან შეხება აღარ აქვს. ჩვენ მხოლოდ მომსახურებას ვუწევთ მის კუთვნილ ერთ შვეულმფრენს, ისევე როგორც სხვებს ვუწევთ მომსახურეობას. თვითონ კომპანიასთან არანაირი შეხება არ აქვს ბიძინა ივანიშვილს. შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ ოფიციალური დოკუმენტაცია, ეს საჯარო ინფორმაციაა. კომპანია „ავიასერვისის” თანამშრომლების სახელზეა რეგისტრირებული, იმ 9 თანამშრომლის, რომლებიც თავდაპირველად კომპანიის შექმნაში მონაწილეობდნენ. ჩვენ ვართ ამ კომპანიის მფლობელები. ვვითარდებით და ვძლიერდებით, მადლობის მეტი რა გვეთქმის”, – აცხადებს ალეკო ტყემალაძე.
ცნობისათვის, ტელეკომპანია „ფორმულა” ერთი კვირის წინ ამტკიცებდა, რომ კომპანია „ავიასერვისი” ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ის რეგულაციების დარღვევით ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები