დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისი: ქვეყანაში ეკონომიკა აპრილში 20.4%-ით შემცირდა
“დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 20.4%-ით შემცირდა, პრაქტიკულად, ეკონომიკის არცერთი სფერო დარჩენილა დაუზიანებელი”, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის ოფისი აქვეყნებს.
ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის რეკორდული შემცირება კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისითაა გამოწვეული.
„პრაქტიკულად, ეკონომიკის არცერთი სფერო დარჩენილა დაუზიანებელი. მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება განპირობებულია საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროების მომსახურეობების შეჩერებით, მანქანების გაყიდვის შეწყვეტით, ლუდის ბარების, რესტორნებისა და სასტუმროების დახურვით”, – აღნიშნულია ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.