გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნების” ხელისუფლება არა მხოლოდ პროდასავლურია, არამედ ჩვენ უმაღლესი ხარისხის თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან

„ქართული ოცნების” ხელისუფლება არამხოლოდ პროდასავლურია, არამედ ჩვენ უმაღლესი ხარისხის თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის კონგრესმენთა წერილის კომენტირებისას განაცხადა.​

ვოლსკის თქმით, მას რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითების მოყვანა შეუძლია, როდესაც ,,ნაცმოძრაობამ” და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში.

„ქართულ ოცნებას” საზოგადოება თუ უჭერს მხარს, ერთი საგანგებო ნიშანი აქვს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებას – ეს არის არა მხოლოდ პროდასავლურობა, არამედ უმაღლესი ხარისხი ჩვენი თანამშრომლობისა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ ეს ფრაზა, ერთი წინადადება სრულად ეწინააღმდეგება  მთელს დანარჩენ, დოკუმენტში მოცემულ კვლევას, დასკვნებთან, რომელიც ასევე ხაზს უსვამს თანამშრომლობის ამ მაღალ დონეს. ფაქტია ისიც, რომ შემიძლია, რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც ,,ნაცმოძრაობამ” და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში და საპირისპირო მაგალითი არც ჩანს არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები