აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს ამცირებს – ბერლინი ინფორმირებულია
ბერლინი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს ამცირებს, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.
ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ულრიკე დემერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“გერმანიის მთავრობა ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ ამერიკის ადმინისტრაციაში ფიქრობენ სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ მიუღიათ”, – აღნიშნა დემერმა.
Spiegel-ის ინფორმაციით, აშშ თითქმის მესამედით გეგმავს კონტინგენტის შემცირებას – 9 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურით.
ამჟამად, გერმანიაში თითქმის 35 ათასი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.