კახა კალაძე: 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ დედაქალაქის მერად ამირჩია, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ამ უდიდეს პასუხისმგებლობას თავი ღირსეულად გავართვა

“ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ვინ იქნებიან სიაში და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, როცა ამის დრო მოვა, სრულიად საქართველო გაიგებს”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას – ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და შესაძლოა თუ არა, იყოს პრემიერი – გიორგი გახარია ან თავად კალაძე.

კალაძის თქმით, ის 2017 წელს მოსახლეობის უმრავლესობამ დედაქალაქის მერად აირჩია, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.

„საკუთარ თავზე ვილაპარაკებ ამ შემთხვევაში, მე გახლავართ დედაქალაქის მერი. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ 2017 წელს ამირჩია და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული თბილისელების წინაშე. ყველაფერს, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ უდიდეს პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება გიორგი გახარიას – თუ ვინ იქნება კონკრეტულად სიის პირველი ნომერი, ვინ იქნება სხვა წევრები საპარლამენტო სიაში, მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატები, ამას ცოტა მოგვიანებით, როცა ამის დრო იქნება, რა თქმა უნდა, თქვენი საშუალებით გაიგებს სრულიად საქართველო. ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით გექნებათ სრული ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებებიც მიიღება პოლიტსაბჭოს მიერ“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები