სომხეთში ფაშინიანისადმი უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება – ოპოზიციურმა პარტიამ საგანგებო სხდომა გამართა
სომხეთის პარლამენტში სიდიდით მეორე ოპოზიციური პარტიის, “აყვავებული სომხეთის” ლიდერმა, გაგიკ ცარუკიანმა პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.
როგორც ადგილობრივ მედიას პარტიის წევრმა, დეპუტატმა ივეტა ტონიანმა განუცხადა, შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ მინისტრთა კაბინეტმა საქმიანობა 100%-ით ჩააგდო და ქვეყანაში საჭიროა საფუძვლიანი ცვლილება.
“სხდომაზე ცარუკინიამა თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტი საქმინობა 1005-ით ჩააგდო და საჭიროა ძირფესვიანი ცვლილება გადადგომების სახით. ექსტრემალურ ვითარებაში არაფერი ხდება, ამიტომ ჩვენი პოლიტსაბჭოს სხდომა იყო აქტუალური. დღის წესრიგი კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვიეს”, – თქვა დეპუტატმა.
მანამდე, პარლამენტის სხდომაზე ცარუკიანმა ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა.
პოლიტიკოსის თქმით, მთავრობას დაპირებების შესასრულებლად საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია.
“არ არის ინვესტიციები, ეკონომიკა არ ვითარდება, კორონავირუსთან ბრძოლა ჩავარდნილია”, – თქვა ცარუკიანმა.
კიდევ ერთ პარტიაში – “ნათელ სომხეთში”კი განაცხადეს, რომ მთავრობას რეფორმების გატარება არ შეუძლია.
პარტიაში ასევე აღნიშნეს, რომ “აყვავებულ სომხეთთან” საკითხზე მოლაპარაკებები არ გაუმართავთ, თუმცა ამის ალბათობას არ გამორიცხავენ.