ირაკლი ღარიბაშვილი: უხერხულია ჯარს დაამადლო თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი

“მე რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ჩემი ბიუჯეტი და ჯარია, მე ვარ ვალდებული და პასუხისმგებელი თითოეულ დანახარჯზე თუ თეთრზე, რომელსაც ვხარჯავ. ძალიან კარგად ვიცი, რას განვკარგავ და როგორ ვხარჯავ ამ ყველაფერს. სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმაა. უბრალოდ უხერხულია ჯარს დაამადლო, თუ წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი, თითო საათის ღირებულება 160 დოლარი გამოდის, წასახალისებელი, სამოტივაციო საჩუქარია“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან წასახალისებელ საჩუქარზე გადაწყვეტილება დეკემბრის თვეში მიიღო, როცა პანდემია ჯერ დაწყებულიც არ იყო.

„თანხა 83 000 დოლარი იყო, ეს არის დაახლოებით 250 000 ლარი. ცნობილ ქართველ დიზაინერს ბატონ ზვიად ციკოლიას, რომელიც გამორჩეულია თავის კრეატიულობით, ნიჭით, ვთხოვე, კიდევ ერთი საათი შეექმნა ჩვენი ჯარისთვის. მას მანამდე უკვე ჰქონდა შექმნილი არაერთი პროექტი პირდაპირი შესყიდვის გზით და ყოველგვარი ტენდერების გარეშე. მან თავად დაწერა ემოციური „ფეისბუქპოსტი“ და მინდა, მას ასეთი გულწრფელობისთვის მადლობა გადავუხადო. ასე მოხდა შესყიდვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები