ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჰაკათონის “uHack სოფლის განვითარებისთვის” გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჰაკათონის “uHack სოფლის განვითარებისთვის” გამარჯვებულები ცნობილია.

KAZBEGI UNION-მა თვითდასაქმების მსურველთათვის ახალ მიდგომა შეიმუშავა. შეიქმნება პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყაზბეგის რაიონის მოსახლეობასა და მათ საჭიროებებს სოფლად კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მეორე გამარჯვებული პროექტი ,,ციფრული სოფელია”, რომელიც ითვალისწინებს სოფლის ინოვაციური პლატფორმის შექმნას. ეს იქნება ერთგვარი სოციალური ქსელი, სადაც საკომუნიკაციო საშუალებებად გამოყენებული იქნება ვიდეო, აუდიო და ტექსტური არხები. განსხვავებული მიდგომები საშუალებას მისცემს სასოფლო სექტორს, აამაღლოს მოსავლიანობა, მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქალაქთან და მიიღოს მეტი გასამრჯელო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები