ბექა ფერაძე: საგანგებო მდგომარეობის დროს 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა

“ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის დროს 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა”,– ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„ეკონომიკის გახსნის პროცესი მიმდინარეობს. რაც ჩვენ ამ პერიოდში განვახორციელეთ არის ის, რომ, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის დროს 10 000-ზე მეტი კომპანია იქნა შემოწმებული ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან, რომელშიც ასევე ჩართული იყო მუნიციპალიტეტი, შრომითი სამსახური და სხვადასხვა უწყება. ჩვენ  დავიწყეთ მზადება იმისთვის, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესი, მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით ყოფილიყო მდგრადი, რათა მათ ადაპტირება მოეხდინათ, შეჩვეოდნენ და დაენერგათ უსაფრთხოების ნორმები სამუშაო ადგილებზე და ამით ეკონომიკის გახსნისთვის შეგვეწყო ხელი“, – განაცხადა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები