პაატა იმნაძე: ის, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

“ის, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან, სამწუხაროდ, კორონა არსად გამქრალა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება კვლავ მნიშვნელოვანია.

“მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები იმისათვის, რომ ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყოთ. ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან, სამწუხაროდ, კორონა არსად არ გამქრალა, ჩვენს გვერდით არის ისევ. ვხედავთ, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში რა ხდება, ამიტომ ყველა ისევ და ისევ ფრთხილად უნდა ვიყოთ. განსაკუთრებით ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომლებიც არის აუცილებელი, პირველ ყოვლისა, ეს ეხება ნიღბების ტარებასა და მაქსიმალური ფიზიკური დისტანცირების დაცვას”, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები