დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.

გადაადგილებას შეძლებენ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები და ავტობუსები. დასაშვები ხდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა კონკრეტულად მეორე და მესამე კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან აუცილებელი ნორმები.

რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლას –  მგზავრთა გადაყვანა, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება.

საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის, მატარებლით გადაადგილება 24 მარტიდან შეიზღუდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები