გიორგი ხოჯევანიშვილი კასპში წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა
შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრაზე კასპელი ახალგაზრდების სპორტულ მიღწევებსა და ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე, ასევე საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვების საკითხზე ისაუბრეს.
გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ კასპის სპორტული მიღწევები მისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა.
“თქვენ არა მარტო მუნიციპალიტეტი წარმოაჩინეთ ქვეყნის გარეთ, არამედ რეგიონი და სრულიად საქართველო, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით.
საქართველოში პანდემიის გამო აქტიური სპორტული ცხოვრება დროებით, იქნა შეჩერებული, ამასთან მან დიდი სოციალური ხარჯიც გამოიწვია, მაგრამ ეს დროებითია და მალე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. გააგრძელეთ ვარჯიში, ამისთვის კასპს აქვს შესანიშნავი სპორტული ბაზა, იზრუნეთ წარმატებებზე. ჩვენ კი თქვენი ხელშემწყობი და თანამდგომები ვიქნებით“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა თავის გამოსვლაში.
სპორტულ მიღწევებზე ისაუბრეს მწვრთნელებმა ალექსანდრე მანძულაშვილმა (კარატე), სოსო მამულაშვილმა და ჯემალ ხორბალაძემ (ჭიდაობა). სპორტის გაერთიანების დირექტორმა შოთა გოგიაშვილმა ბავშვთა ფეხბურთის სკოლის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რომ მართლაც უკვე არსებულმა საუკეთესო პირობებმა მოზარდებში დაინტერესება გაზარდა, ფეხბურთო სკოლის 200 მოსწავლის რაოდენობა 400- მდე გაიზარდა.