გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გორში, კომბინატის დასახლებაში ცივი იარაღით, ახალგაზრდა მამაკაცი მკლავის არეში დაჭრეს. როგორც ” რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, დამნაშე მხილებულია, არსებული ინფორმაციით, ის 38 წლამდე მამაკაცია.
დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის, კლინიკა” გორმედის ” ქსელშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
“აღენიშნებოდა ჭრილობა მხარის არეში. მდგომარეობა ნამდვილად არაა მსუბუქი და ამ დრომდე, მიმდინარეობს ოპერაცია. შემოყვანისთანავე პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე”,- განაცხადეს კლინიკაში.
როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაჯავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული.