სუსი ოკუპანტების მიერ სოფელ მუჟავანიდან სამი მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებს

რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტს, რომელიც საქართველოს სამ მოქალაქეზე განახორციელეს, სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
გატაცებული მოქალაქეების ახლობლები დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ.
„წუხელ გვან ღამით გაიტაცეს, მაქვს იმედი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დამეხმარებიან“,- ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის ნათესავი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ მუჟავადან გვიან ღამით, რუსმა ოკუპანტებმა სამი მამაკაცი გაიტაცეს. ისინი სოფელ ლიას მცხოვრებლები არიან.
სუსის ინფორმაციით, უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები