ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა და გარდაიცვალა
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი მალევე მივიდა, თუმცა კაცი გარდაცვლილი დახვდა.
როგორც შს სამინისტროში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.