ოკუპანტებმა სოფელ მუჟავადან, სავარაუდოდ სამი ადამიანი გაიტაცეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ე.წ. საზღვრისპირა სოფელ მუჟავადან გვიან ღამით, რუსმა ოკუპანტებმა სავარაუდოდ, სამი მამაკაცი გაიტაცეს.
არსებული ინფირმაციით, დაკავებულები, სოფელ ლიას მცხოვრებლები არიან.
წალენჯიხის მერის მოადგილე ცოტნე შონიამ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” დაუდასტურა, თუმცა მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მომხდარის მოკვლევა მიმდინარეობს, ხოლო დამატებით დეტალები კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინფორმაციით, შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
რუსი ოკუპანტების მიერ მაისში დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი საქართველოს რამდენიმე სოფელში მიმდინარეობდა, მათ შორის – მუჟავაშიც.