ქართულ ბაზარს, “თი ბი სის” მხარდაჭერით, პირბადეების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია – „მედიფარი“ დაემატა

ქართულ ბაზარზე, “თი ბი სის” მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია – „მედიფარი“ გაიხსნა.
კომპანიამ „მედიფარი“ საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც “თი ბი სის”​ კონტიბუცია 1,5 მილიონი ლარია.
საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში 100 000-ს, თვეში კი – 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს, „მედიფარი“ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის ანტიბაქტერიული პირბადეებით უმსხვილეს სააფთიაქო და საცალო ვაჭრობის უამრავ ქსელს ამარაგებს. პროდუქციის უახლოეს მომავალში ექსპორტზე გატანაც იგეგმება. ​
პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ-ი.
საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
მედიფარი“ “თი ბი სის” მიერ პანდემიის განმავლობაში დაფინანსებული მეოთხე საწარმოა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებს.

​R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები