შალვა კერესელიძე: მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეკომენდაციების შესრულების და შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის მონიტორინგს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. პროექტი სტეფანწმინდის მუზეუმის რეაბილიტაციის მე-2 ფაზის სამუშაოებს ითვალისწინებს – ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაციარესტავრაციას და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მხარის რწმუნებულის განმარტებით, პროექტის განხორციელება მცხეთამთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები