გიორგი გახარია: დღეს საქართველოს ჯარს აქვს ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც – გერმანელ და ამერიკელ ჯარისკაცებს

“ხომ არ შეიძლება ყველაფრისგან რაღაც ისტორიის შექმნა. რეალურად, საქართველოს ჯარს დღეს აცვია ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც აცვია გერმანიის, ამერიკის, ზუსტად იმავე ხარისხის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხს აკონტროლებს, ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ხარისხობრივი გაუმჯობესება, რომელიც მინისტრმა გააკეთა.
„26 მაისი ვაზიანში აღვნიშნეთ და ვესაუბრე რიგით ჯარისკაცებს, აღფრთოვანებულები იყვნენ ფეხსაცმლით და მითხრეს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოტასები მაცვიაო. ეს ხალხი იყო კმაყოფილი და ბედნიერი. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამის გამო მინისტრს მადლობას ვეტყვი, რომ რიგითები ასე გრძნობენ თავს”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები