ლუიზიანას შტატს შტორმი უახლოვდება – გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

აშშ-ში ლუიზიანას შტატს ტროპიკული შტორმი – “კრისტობალი” უახლოვდება, რომელიც შტატის სანაპირომდე 7 ივნისის საღამოსთვის მიაღწევს.

შტატის ხელმძღვანლობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, “კრისტობალის”ქარის სიჩქარე 95 კმ/სთ იქნება.

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებსა და მექსიკის ცალკეულ რაიონებში შტორმს გადაუღებელი წვიმა და წყალდიდობა ახლავს, იმავეს აშშ-შიც ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები