ონის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი დაისეტყვა
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები – სორი და გომი დააზარალა.
სტიქია რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შედეგად, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ერთწლიანი კულტურები, დაზიანებულია სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ჩიკვაიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა და შექმნილ ვითარებას გაეცნო.
მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დაანგარიშება.