ხულოში სანიაღვრე სისტემების მოსაწყობად 110 00 ლარი დაიხარჯება

მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სანიაღვრე არხების მოსაწყობად 110 000 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის 7 სხვადასხვა ლოკაციაზე ​ სანიაღვრე არხები მოეწყობა.

“სამუშაოები დასრულების ფაზაშია სოფელ განახლებაში, შანშაძეების უბანში. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 100 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხი, რისთვისაც თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 13 500 ლარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები