ქვემო ქართლში ბოლო 48 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღებული 20 საკვლევი მასალის ტესტის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს, გვიან ღამით ელოდებიან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას ბოლნისის მერიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 48 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მათი თქმით, გამოსაკვლევი პირებიდან 12 პაციენტი სოფელ მუშევანის მკვიდრია, ხოლო 8 ბოლნისის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტები არიან.
ცნობისთვის, ბოლნისში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 185 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 89 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.