ეკატერინე ტიკარაძე: რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში

“ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში და როგორ ვაპირებთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმითვე, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მიდგომა ბევრად უფრო კომპლექსურია.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჯანდაცვის სისტემის მიმართ ჩვენი მიდგომა არის ბევრად უფრო კომპლექსური. ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სწორედ იმ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში და როგორ ვაპირებთ ჩვენ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას როგორც ხარისხობრივად, ასევე, ინფრასტრუქტურულად და, რა თქმა უნდა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ფარგლებში. მე ძალიან გთხოვთ, რომ დაელოდოთ საბჭოს პრეზენტაციას. მთელს ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა გამოცხადებული მობილიზაცია და თქვენ ნახეთ, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ დავდეთ, ექიმების კვალიფიკაციის მაღალი დონიდან იყო გამოწვეული შედეგი. ჩვენ გვაქვს გარდაცვალების ძალიან დაბალი დონე და, შესაბამისად, ძალიან მაღალი რიცხოვნობა გამოჯანმრთელებული პაციენტებისა, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები