სამცხე-ჯავახეთში მაისის თვეში ტყითსარგებლობის უკანონო 15 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2020 წლის 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 41 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 ფაქტი, იმერეთში – 25, აჭარაში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 15, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 6, გურიაში – 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 1 და მცხეთა-მთიანეთშიც 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 553 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 30 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 4 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები