ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ დღე-ღამეში ტესტირება 57 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 7 კურსანტს დაუდასტურდა, რომელიც მოსკოვიდან დაბრუნდა.

ინფიცირებულები მკურნალობის კურსს გუდაუთის საავადმყოფოში გადიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიიდან დღემდე 35 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები