პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, გიორგი გახარიას მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შესახებ საუბარი ქვეყანაში საინტერესო თემის გადასაფარად ხდება.
„ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა.
ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს პარლამენტში იხილება. საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებზე „ნაცმოძრაობის” პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც ფული ჩვენ ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის”, – განაცხადა ვოლსკიმ.