გორის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ხოჯევანიშვილი უხელმძღვანელებს .
აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა დაუდასტურა.
“ვადასტურებ ინფორმაციას, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის შტაბს რეგიონის პირველი პირი, გიორგი ხოჯევანიშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდმა ერთობლივად მიიღო და ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გაკეთდა“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.