ხობის სოფელ ხამისკურში ნაპირდამცავი გაბიონი მოეწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,  პროექტის მიხედვით, გაბიონი 112 მეტრზე მოეწყო.

სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43 889 ლარია.

სოფელ ხამისკურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ  – ვარაზ გაბედავამ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ – ბექა მამაცაშვილმა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები