ირაკლი ღარიბაშვილმა SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა
ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანს, შტეფან ანიჰოფერს ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისა და ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედლით – „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების დახმარებასა და, განსაკუთრებით, გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა.
პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიჰოფერი SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანლობდა.