სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს გამოჯანმრთელება უსურვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გამოჯანმრთელება უსურვა.
„გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას თქვენ და თქვენს ოჯახს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს სოციალურ ქსელში ონლაინრეჟიმში განაცხადა. მისი თქმით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა უნდა მოხდეს დაკვირვება, რადგან ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება, გამოვლინდნენ.