პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს.

“1-ელი ივნისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 9 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 3 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 8 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები